ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 10 აგვისტო 2020, 20:03

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.  

„სვეტლანა ტიხანოვსკაია მონაწილეობას არ მიიღებს საპროტესტო აქციებში, რათა თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების პროვოკაციები მისი დაკავების მიზნით. ჩვენ იგი თავისუფალი გვჭირდება“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესმდივანმა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს სამეგრელოში გაიმართება
არქივი