ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
353 10 აგვისტო 2020, 19:53

ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. მას წინ უძღოდა, ოთხ აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქება, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.  

„ლიბანის პრემიერ-მინისტრი, ჰასან დიაბი მალე მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას გამოაცხადებს“, - განუცხადა  ჟურნალისტებს ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანმა.

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 200 ადამიანი. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები ხუთი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

9 აგვისტოს ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა, თუმცა ამან საპროტესტო ტალღა ვერ ჩააცხრო.

გუშინ მსოფლიო ლიდერებმა ბეირუთის დასახმერებლად ონლაინკონფერენცია გამართეს, რის შემდეგაც, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო დონორები ლიბანს 250 მილიონ ევროს გამოუყოფენ.


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
არქივი