ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ხუან კარლოსმა ქვეყანა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
305 09 აგვისტო 2020, 14:44
ესპანეთის ყოფილი მონარქი ხუან კარლოსი, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ფოტოს ესპანური გამოცემა ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, ხუან კარლოსმა აბუ-დაბიში ხუთვარსკვლავიან „ემირატ პალას ჰოტელში“ მთელი სართული იქირავა.

ყოფილმა მეფემ ქვეყნის დატოვების შესახებ ორშაბათს განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ პროკურორებს მისი დაკითხვა დასჭირდებათ, ის მზადაა. ყოფილი მონარქი  დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

ხუან კარლოსმა თითქმის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტი დატოვა და მონარქობა მის ვაჟს, ფილიპეს გადააბარა. ამას წინ უძღოდა კორუფციული სკანდალი და გამოძიება, რომელშიც მისი სიძე ფიგურირებდა.

ივნისში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოძიება დაიწყო ჩქაროსნული რკინიგზის კონტრაქტში ხუან კარლოსის სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელიც საუდის არაბეთთან გაფორმდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი