მსოფლიოს ლიდერები, ლიბანის დასახმარებლად ონლაინკონფერენციას გამართავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 09 აგვისტო 2020, 14:23
BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბეირუთში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად, დღეს ონლაინკონფერენციას გამართავენ. 

ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. მსოფლიო ლიდერები იმსჯელებენ, თუ როგორ გაუწიონ ერთობლივი დახმარება დაზარალებულ ქვეყანას.

კონფერენციაზე დასასწრებად, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ჩინეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუსეთისა და სხვა არაერთი ქვეყნის ლიდერია მიწვეული.

კონფერენციას შეუერთდება აშშ-ის პრეზიდენტი  დონალდ ტრამპი.   

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 158 ადამიანი. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. 

6 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს ვიზიტით ეწვია და დემონსტრანტებს  მიმართა: 

„მე აქ ვარ და ჩემი ვალდებულებაა დაგეხმაროთ მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფაში. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს დახმარება კორუმპირებულ ხელებში არ აღმოჩნდება“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი