თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 191 ადამიანი იმყოფებოდა, ინდოეთში ავიაკატასტროფა განიცადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 07 აგვისტო 2020, 20:09

ინდოეთის კერალას შტატში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 191 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა  განიცადა. 

BBC-ის ინფორმაციით,  თვითმფრინავი კალიკუტაში დაჯდომის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა  და აეროპორტის შენობას შეეჯახა. ავიკომპანია Indian Express-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავიარეისს დუბაიდან ქალაქ კალიკუტის მიმართულებით ასრულებდა.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატატროფის მიზეზი უამინდობა გახდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ არის მსხვერპლი. დაღუპული არიან ეკიპაჟის წევრები. მგზავრების ნაწილი ევაკუირებულია.

ბორტზე 184 მგვაზრი, მათ შორის 10 ბავშვი და ეკიპაჟის შემადგენლობა იმყოფებოდა, სულ 191 ადამიანი.  

სოციალური მედიით ვრცელდება კადრები, რომ თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.

რეგიონში ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო. ინდოეთის ამ რეგიონში გადაუღებლად წვიმს, რასაც წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა.

სოციალური მედიით ვრცელდება კადრები, რომ თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი