აშშ-ის პროკურატურა „შაშხანის ეროვნულ ასოციაციას“ ფინანსების არასწორად მართვას ედავება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 06 აგვისტო 2020, 23:00

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა „შაშხანის ეროვნული ასოციაციის“ დაშლის მოთხოვნით სარჩელი წარადგინა.

აშშ-ის პროკურატურა გავლენიან ასოციაციას ფინანსების არასწორად მართვას ედავება. აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, „შაშხანის ეროვნულმა ასოციაციამ“ ასოციაციის ლიდერების, მათ შორის ხელმძღვანელის უეინ ლაპიერის პირადი საჭიროებებისთვის მილიონობით დოლარი დახარჯა. ლეტიცია ჯეიმსის თქმით, კორუფცია იმდენად მასშტაბურია, რომ საჭიროა ასოციაციის დაშლა.

მედიის ინფორმაციით, სარჩელში აღნიშნულია, რომ უეინ ლაპიერი რვაჯერ ეწვია ბაჰამის კუნძულებს კერძო თვითმფრინავით, ასოციაციისთვის განკუთვნილი სახსრების გამოყენებით, რაც საერთო ჯამში 500,000 აშშ დოლარია.

დემოკრატი პროკურორის გადაწყვეტილებას „შაშხანის ეროვნულმა ასოციაციამ“ „უსაფუძვლო და წინასწარ განზრახული შეტევა“ უწოდა.

შაშხანიდან სროლის წახალისების მიზნით, აშშ-ის „შაშხანის ეროვნული ასოციაცია“ 1871 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია გახდა. ასოციაცია იარაღის კონტროლის ყველა ფორმის წინააღმდეგია და ამტკიცებს, რომ მეტი იარაღი ქვეყანას უფრო უსაფრთხო გახდის. 2016 წლის არჩევნებში ასოციაცია დონალდ ტრამპს უჭერდა მხარს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
დავით ქართველიშვილი: ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების" არარსებული საფრთხეებით ფეიკ-განგაშებს რომ ტეხენ, სწორედ მათ უნდა დაუწესდეს განგაში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას
Euractiv: ივლისში, ევროპარლამენტარების ახალი ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ამოცანა შეიძლება იყოს მათი კოლეგებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა პირველივე სამუშაო დღეს
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს ყელზე დაგვადგება?!
შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
არქივი