უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 26 ივლისი 2020, 23:08
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე სატელეფონო საუბარი შედგა. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ორი ქვეყნის პრეზიდენტები დონბასის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის დამატებითი ზომების შემოღების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, საუბრის დროს ზელენსკიმ და პუტინმა 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხიც განიხილეს.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კმაყოფილება გამოთქვეს დონბასის ტერიტორიაზე სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე, რომელიც ძალაში 2020 წლის 27 ივლისის 00:01 საათზე შევა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დონბასისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე სამომავლო ნაბიჯების აუცილებლობაზე.



 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი