ფრანგმა სამართალდამცველებმა მონმარტრის ტერიტორიიდან მოქალაქეები დაწესებული აკრძალვების დარღვევის გამო გაიყვანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 13 მაისი 2020, 22:44

ფრანგმა სამართალდამცველებმა სოციალური დისტანციის შენარჩუნების მიზნით მონმარტრის ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. 

პარიზის მცხოვრებელთა ნაწილი ორთვიანი საკარანტინო ზომების შემსუბუქებას  აღნიშნავდა საკრე-კიორის ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ახალგაზრდების, პარიზელებისა და ტურისტების თავშეყრის ადგილია.  

ქვეყანაში ამ დრომდე ძალაში რჩება 10 ადამიანზე მეტის შეკრებაზე აკრძალვა. უფრო მცირერიცხოვან ჯგუფებს კი, ერთმანეთისგან ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ.

საფრანგეთმა დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების პროცესი ორშაბათიდან, 11 მაისიდან დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი