მაია ცქიტიშვილი - რაჭაში, სტიქიიდან დაახლოებით 10 დღეში აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლა, სოფლების ელექტრომომარაგება და მობილური კავშირგაბმულობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 06 აგვისტო 2020, 22:37
რაჭა არის ის მაგალითი, სადაც ერთობლივი მუშაობით შევძელით სტიქიიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ ყველა სოფელთან საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.


„ამასთან ერთად, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური მუშაობა გასწიეს ჩვენი სამინისტროს კონტრაქტორმა კომპანიებმა. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ურთულეს მონაკვეთზე ენერგო პროს და მაგთის თანამშრომლებთან ერთად და შედეგად, გზებთან ერთად, მოკლე ვადებში აღდგა სოფლების ელექტრომომარაგება და მობილური კავშირგაბმულობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოში მონაწილეობენ.

„რაჭაში 700 სასურსათო პაკეტზე მეტი დარიგდა, ასევე მოხდა ყველა დაზიანებული სახლის აღწერა, განისაზღვრა საკომპენსაციო ღონისძიებები და რაც მნიშვნელოვანია, ბევრი მოხალისე, უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსახლეობასთან ერთად ჩართულია დატბორილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებში“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მისი თქმით, სტიქიის მართვის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს საგანგებო სამსახურებმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული წარმოუდგენელ შრომას ასრულებდა 24-საათიან რეჟიმში. 2 მოქალაქეს, რომელიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, მაშველების ჯგუფმა 10 კილომეტრი ფეხით გაიარეს და წამალი მიუტანეს“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, რაჭაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დასრულებას, გარკვეული პერიოდი კიდევ დასჭირდება. 

რაჭაში სტიქიამ გაანადგურა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ასევე წყალმა ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წაიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი