ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 29 ივლისი 2020, 14:34
 ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში, ორ ლოკაციაზე ჩარჩენილნი არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომელთაც ტერიტორიიდან გამოიყვანენ.

„ძირითადად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა – გზები, ხიდები და ელექტროგანათების ბოძები. შსს ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით. საჭიროების შემთხვევაში, ვისაც ექნება გამოყვანის სურვილით, დამსვენებელს თუ ადგილობრივ მოქალაქეს,​ დავეხმარებით და გამოვიყვანთ. ამ ეტაპზე მსგავსი არის მხოლოდ ორ ლოკაციაზე, სადაც ჩარჩენილი არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და საგზაოს თანამშრომლები. ჩვენ მათ დავეხმარებით გამოყვანაში და შემდგომ ვიმოქმედებთ ჩვეულებრივ, იმის შესაბამისად, თუ რა მოთხოვნები იქნება მოსახლეობისგან“, – განაცხადა იოსებ ჭელიძემ.

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. მისივე ცნობით, დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: " ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო?". იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს!
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
არქივი