სუს-ი - ოკუპანტებმა დაკავებული მეჯვრისხეველი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 26 ივლისი 2020, 13:32

25 ივლისს, ოკუპანტების მიერ სოფელ მეჯვრისხევში დაკავებული დაკავებული მალხაზ ლეჟავა, ოკუპანტებმა დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ის ამ დროისთვის რუსთავში, საკარანტინო სივრცეში იმყოფება. 

„25 ივლისს  მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონოდ დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, გუშინვე მოხდა ლეჟავას გათავისუფლება. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.

ოკუპანტების მიერაა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ზაზა გახელაძე, რომელიც 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინში გადაიყვანეს და ცოტა ხნის წინ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი