ცოლ-ქმარი ლიპინები საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 22 ივლისი 2020, 20:24

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ ცოლ-ქმარ ლიპინებს, რომლებიც ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გასული წლის ივლისში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, განაჩენი გამოუტანა.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი სერგეი ლიპინი და მისი მეუღლე ნანული ლიპინა (ჭულუხაძე) დე ფაქტო სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო. ქმარს 16 წლით, ცოლს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რომლებმაც ასევე, უნდა გადაიხადონ ჯარიმა 500 და 300 ათასი რუსული რუბლის ოდენობით.

ცოლ-ქმარმა დანაშაული აღიარა და განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებენ.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მათი ქალიშვილი, რომელიც ასევე „სახელმწიფოს ღალატშია“ ეჭვმიტანილი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, სერგეი ლიპინმა საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც 2008 წელს საქართველოს არმიამ გამოიყენა.

ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ლიპინმა აღიარა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან 2006 წლიდან თანამშრომლობდა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით
არქივი