სვანეთის ტყეში, 5 ივლისს გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 07 ივლისი 2020, 09:25

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში 5 ივლისს გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები დღეს, დილიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში სულ 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აგრძელებს მუშაობას.

„ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და რელიეფი. შესაბამისად, ადგილზე მობილიზდა დამატებითი ძალები. სვანეთში იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობები სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ადგილზე მუშაობს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 - 10 ტონიანი ტყალმზიდი. სულ პროცესში ჩართულია 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი“, - აცხადებენ უწყებაში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი