European Best Destinations-მა ბათუმი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის ტოპ ათეულში დაასახელა.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
359 31 მაისი 2020, 09:53
ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი, მეშვიდე ადგილზეა.

სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს „კოვიდ 19“-თან მიმართებაში საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ 10-ში ასახელებს.

„ბათუმი საოცარი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც დასამახსოვრებელ ემოციებს დაგიტოვებთ. ბათუმში თითქმის შეუძლებელია მოიწყინო, რადგან აქ კომბინირებულია ზღვა, მთა, გართობა, დასვენება, ეკოტურიზმი, ბუნებაში ლაშქრობა, საყიდლებზე სიარული, კულტურა, გასტრონომია, ღვინო და მრავლადაა გასართობი აქტივობები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულება არა მარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაცაა. ევროპის დედაქალაქებთან შედარებით აქ კრიმინალის დონე ხუთჯერ დაბალია.
ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ბათუმი არის აჭარის მთავარი ქალაქი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან.

აჭარის რეგიონი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ზღვა და მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, ულამაზესი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ თქვენ შეიგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას, დააგემოვნებთ ღვინის განსხვავებულ გემოებს და თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სამზარეულოს, გახდებით გულღია მასპინძლების ოჯახის წევრი და ცამდე აზიდულ მთებში ჰპოვებთ ჰარმონიას ბუნებასთან. დაჩექინდით ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში – შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში“, – ნათქვამია სტატიაში.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: კორფუ, ზაგრები, ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა და ა.შ.

European Best Destinations არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა- პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations. com, რომელიც ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი