პანკისის ხეობაში ორი დაპირისპირებული გვარის შერიგების თაობაზე გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 24 მაისი 2020, 17:13
დღეს დილიდან, სოფელ ჯოყოლოში მუთოშვილების სახლთან დილიდან ხალხმრავლობა იყო, მუსლიმების რელიგიური დღესასწაულის რამადანის დასრულების შემდეგ, ტრადიციი​ს მიხედვით,  მოკლულისა და ბრალდებულის ოჯახები ერთმანეთთან უნდა შეერიგებინათ. 

თუმცა, ორ გვარს შორის შერიგების საკითხზე თითქმის ერთსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოფელ საკობიანოში მოკლული  ვისო მუთოშვილის ოჯახმა ქავთარაშილების გვართან შერიგებაზე უარი განაცხადა და დავის განხილვას შარიათის კანონით გეგმავენ.

შეხვედრას ადგილობრივებთან და უხუცესებთან ერთად თბილისიდან ხეობაში ჩასული სპორტსმენები და ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულიც ესწრებოდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სამხარაულმა განაცხადა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული გვარებს შორის დაპირისპირება მშვიდობიანი გზით დასრულდეს.

37 წლის  ვისო მუთოშვილი გასული წლის ნოემბერში სოფელ საკობიანოში მოკლეს. დაიჭრა სამი ადამიანი. მომხდარიდან მალევე პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავა. თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

გვარებს შორის შერიგების მცდელობას რამდენიმე თვის წინათაც ჰქონდა, რა დროსაც ხეობაში ჩეჩნეთიდან ჩამოსული გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ, თუმცა, მოლაპარაკება მაშინაც უშედეგოდ დასრულდა. 


 

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი