ბოლნისის და თელავის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსზე მოსახლეობის 5-დღიანი მასშტაბური კვლევა ჩატარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 20 მაისი 2020, 19:28

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მაისიდან ბოლნისსა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. სეროპრევალენტური კვლევა ჩატარდება. მისი თქით, კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში ჩატარდება.

„ზეგიდან, პარასკევიდან ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ვიწყებთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევას, რათა დავადგინოთ, როგორია კოვიდინფიცირების გავრცელება მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში, არამედ მთლიანად მუნიციპალტეტში. საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ, თელავი. ერთნაირი მიდგომით, ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში ჩავატარებთ ამ კვლევებს. ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი