ჯანდაცვის მინისტრი: ბოლნისის რეგიონი კვლავ საყურადღებოა, თუ 10-ზე მეტი შემთხვევა კიდევ დადასტურდება, რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 14 მაისი 2020, 22:10
ბოლნისის რეგიონი კვლავ საყურადღებოდ დარჩება და არის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებში იქ 10 და 10-ზე მეტი ინფიცირებულის რაოდენობა იქნება, ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის “ ეთერში განაცხადა.

„15 ახალი დაინფიცირებული ქვეყნის მასშტაბით დიდი გავლენას არ მოახდენს, თუმცა ბოლნისის რეგიონი არის საყურადღებო და, შესაბამისად, ჩვენ აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ. ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ დღეების მანძილზე კვლავ ინტენსიურად გააგრძელებენ საველე სამუშაოებს, რის შედეგადაც ჩვენ ვიკვლევთ ამ რეგიონში მოსახლეობას. თუ შემდეგ დღეებში 10 და 10-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა იქნება, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ და კვლავ დავტოვებთ იმ არსებულ მდგომარეობას, რომელის დღეს გვაქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი