ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილია 188 პირი, რომლებიც სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 14 მაისი 2020, 20:20
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპაციის პირობებში,  სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს,  განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის  მოსახლეობისთვის, რათა მათ კორონავიურუსთან გამკლავებაში დაეხმაროს.

 
"იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ  - აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები, მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები. 

ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გადავრცელება ამ ვირუსის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას.

ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობა და სურვილი გვაქვს, დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონში, დიაგნოსტიკაში და  ინფექციის მართვაში შესაბამის კლინიკებში, რომლებიც განთავსებულია საოკუპაციო ხაზთან ახლოს  ორივე მიმართულებით. განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურაა რუხი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის", - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილა 188 ადამიანი.

"დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან, თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში.“
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი