ტოკიო-2020-ის ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემიამ შესაძლოა, გადავადებულ ოლიმპიურ თამაშებზე იქონიოს გავლენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 10 აპრილი 2020, 23:29

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის  ტოშირო მუტოს განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებულმა ვითარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს 2021 წელს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარებაზე.

„არა მგონია ვინმემ შეძლოს იმის თქმა, რომ მომავალი წლის ივლისამდე პანდემიაზე კონტროლის დამყარებას შევძლებთ თუ არა. არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ზუსტი პასუხი გაგცეთ. ჩვენ თამაშების ერთი წლით გადადება გადავწყვიტეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს თამაშებისთვის მოსამზადებლად გულმოდგინედ შრომაა. ვიმედოვნებთ, რომ გაისად კაცობრიობა კორონავირუსის კრიზისს დაამარცხებს. კაცობრიობამ უნდა გააერთიანოს მთელი თავის სიბრძნე და ტექნოლოგიები, რათა შეიმუშავოს მკურნალობის მეთოდები, წამალი და ვაქცინა,“ - განაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის  პანდემია გამოაცხადა.

24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადავადებაზე მოილაპარაკეს.

ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი