მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ნაცვლად 2021 წლისა, გაიმართება 2022 წელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
718 31 მარტი 2020, 00:23

მსოფლიო მძლეოსნობის  (World Athletics) გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადების გამო, მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ნაცვლად 2021 წლისა, გაიმართება 2022 წელს (ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო იუჯინში,აშშ, 6-15 აგვისტოს). კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საორგანიზაციო კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ  ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დღეს გამოცხადებულ ახალ ვადებს.  ეს სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, დაუბრუნდნენ ვარჯიშს და შეჯიბრებებს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოავლინოს მოქნილობა და კომპრომისის უნარი,“ - ნათქვამია World Athletics -ის განცხადებაში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი