თელ-ავივის გრანდ სლემზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
624 20 თებერვალი 2021, 20:05

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე  90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა, მან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამრცხა და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. 

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი  ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც აზერბაიჯანელ მეხდიევს სუფთა გამარჯვებით სძლია.

ამ დროისთვის, საქართველოს  ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს ოთხი მედალი აქვს მოპოვებული და გუნდურ მეორე ადგილზეა. 

რამდენიმე წუთის წინ 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდნენ და ბრინჯაო ილია სულამანიძეს ერგო. 

ერთი წუთის წინ, გურამ თუშიშვილმა დაამარცხა ბელარუსი მეტოქე და ბრინჯაო მოიპოვა.

ამ საღამოსვე მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი