გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 27 აგვისტოს დაიწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 13 აგვისტო 2020, 19:03

მცხეთის რაიონულ  სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 27 აგვისტოს დაიწყება. 

საქმის პროკურორის განცხადებით ბრალდებულების მიმართ არსებობს არა ერთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას ადასტურებს.  

"ყველა ვიდეო და აუდიო ჩვენება ადასტურებს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს. მათ მიმართ არსებობს დასაბუთებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა", - აცხადებს საქმის პროკურორი  დავით ყაზარაშვილი.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაუყენეს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

 გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა მისი ცხედარი წყალში იპოვეს. საქმეზე დაკავებულია 17 ბრალდებული, მათგან 6 არასრუწლოვანია. ბრალდებულთა ნაწილს ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს. ხუთ ბრალდებულს  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში, მათგან ორი არასრულწლოვანია. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი