გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 13 აგვისტო 2020, 13:25

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

საქართველოს გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, რომ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა უარი თქვეს საქმის მასალების ჩაბარებაზე და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. პროკურატურის განმარტებით, იმის გამო, რომ ადვოკატებმა მასალები არ ჩაიბარეს და ბრალდებულისთვის დაცვის უზრუნველყოფა გახდა აუცილებელი, არჩილ გაგნიძეს სახაზინო წესით დაენიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი. სწორედ ამ ადვოკატს გადაეცა საქმის მასალები და ასევე, ეს მასალები გაეგზავნა ბრალდებულს. პროკურატურის განცხადებით, ორივე მათგანი საგამოძიებო უწყებამ გააფრთხილა მასალების გასაჯაროების დაუშვებლობაზე.

სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის საკითხზე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს საქმიდან მათ ჩამოცილებას. მისი თქმით, ეს ნიშნავს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის საქმეში ჩართვას, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ დაცვის უფლების განხორციელებას, ამ საკითხს, მამულაშვილის განცხადებით, წყვეტს სასამართლო.

ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან, სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი, ეს მათზეც ვრცელდება, რადგან ისინიც დაცვის განხორციელებაში არიან ჩართულები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი