"ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის ბოროტად გამოყენებასა და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტირებას", - „ზეგი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 10 აგვისტო 2020, 11:50
სხვადასხვა სუბიექტების მიერ ოჯახის თუ კომპანიის მიმართ ტალახის სროლა და თამუნას ხსოვნის ამგვარი შეურაცხყოფა, ყველაფერთან ერთად შემზარავია - ამის შესახებ კომპანია „ზეგ“-ის განცხადებაშია ნათქვამი.

 „ზეგ“-ის შეფასებით, ბრალდებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო და ისინი მზად არიან საკუთარი რეპუტაცია სასამართლოს გზით დაიცვან:

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც შპს „ზეგ“-ის, ასევე მისი დამკვეთის საქმიანობა არის სრულიად ლეგალური და შეესაბამება იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ეს კომპანიები საქმიანობენ.

არანაკლებ შემაშფოთებელი და ამორალურია კომპანიის გარდაცვლილი თანამშრომლის, თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ გაჟღერებული დაუსაბუთებელი ბრალდებები მისი უკანონო საქმიანობის შესახებ.

შპს “ზეგ" გმობს ნებისმიერი სახის ჰაკერულ თუ დანაშაულებრივ საქმიანობას. ჩვენი კომპანიის, მისი თანამშრომლების, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ტროლ-ბოტებად მოხსენიება და სხვა სახის უკანონო საქმიანობაში დადანაშაულება არის ამორალური და შეურაცხმყოფელი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დაკარგა შვილი, ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი. სხვადასხვა სუბიექტების მიერ ოჯახის თუ კომპანიის მიმართ ტალახის სროლა და თამუნას ხსოვნის ამგვარი შეურაცხყოფა, ყველაფერთან ერთად შემზარავია. ეს უმძიმესი ტრაგედია გახდა სხვადასხვა პირებისთვის ცნობადობის გაზრდის, თავის წარმოჩინებისა და კერძო ინტერესების დაკმაყოფილების საგანი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პირველი დღიდან, შპს "ზეგ"-ის თითოეული თანამშრომელი, მისი დამფუძნებლის ჩათვლით, სრულად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და ამომწურავად აქვთ პასუხი გაცემული გამოძიების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ შპს "ზეგ"-მა მოიპოვა კომპანიის კომერციული საიდუმლოების გათქმის უფლება და გამოძიებას თავიანთი კეთილი ნებით იმთავითვე გააცნო კომპანიის დამკვეთის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია, რათა აღნიშნული არ გამხდარიყო რაიმე სახის მანიპულაციის საგანი. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის ბოროტად გამოყენებასა და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტირებას.

ასევე, „ზეგ“-ის ოფისიდან და მისი თანამშრომლებისგან სრულად ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაცია თუ ტექნიკა, რის გამოც კომპანიის საქმიანობა შეფერხებულია. საფრთხის წინაშეა 50-მდე დასაქმებული ახალგაზრდისა და მათი ოჯახების სამომავლო მდგომარეობა. კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს საამაყოდ მიაჩნიათ, რომ მოახერხეს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და ათეულობით ახალგაზრდის დასაქმება.

კომპანიის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით „ტროპიკალ ემბისის" მიერ ინფორმირებულია აშშ-ს საელჩო საქართველოშიც.

შპს "ზეგ" არ დაუშვებს კომპანიაზე ისრების გადატანას. ასევე აღარ აპირებს გაურკვეველი სუბიექტების მიერ უსაფუძვლო ბრალდებებზე კომენტარების გაკეთებას და იმედს იტოვებს, რომ საგამოძიებო ორგანოები დროულად და ეფექტურად გამოიძიებენ აღნიშნულ საქმეს. დადგინდება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრული სიმართლე და კომპანიას მიეცემა საშუალება, განაგრძოს თავისი საქმიანობა.

თავის მხრივ, შ.პ.ს. „ზეგ“-ი დღეიდან ნებისმიერ დაუსაბუთებელ, მოგონილ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახავ ბრალდებაზე მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: " ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო?". იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს!
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
არქივი