ბაჩალიაშვილების ოჯახი და ადვოკატი მოითხოვენ, შსს-მ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 07 აგვისტო 2020, 21:04

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროოს.

„მოთხოვნა გვაქვს, რომ იმდაგვარი შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში პირდაპირ თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის და თითქოს, სხვა ვერსია არ არსებობს, აღარ გავრცელდეს, არც ექსპერტიზის არანაირი შუალედური მონაცემები, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზანმიმართულად არის მცდელობა, საზოგადოებაში იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თამუნამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება გარკვეული ჯგუფის მიერ. ეს გუშინაც ვუთხარი მთავარ პროკურორს და დღეს უკვე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლების ჯგუფს მოვახსენე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ითქვა, რომ თამუნას ფსიქოლოგი ჰყავდა, რომ მის საქმეში აღმოჩენილია წერილი, აბები და მერე უკვე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაავრცელეს, რაც პირდაპირ უთითებს, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირ ვერსიაზე არ მუშაობდნენ“, - აცხადებს ადვოკატი. 

 თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
არქივი