თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე არ იყო თამარის შეყვარებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
408 07 აგვისტო 2020, 00:10
თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, ბაჩალიაშვილს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა. მისი განცხადებით, მან არ იცის, საიდან მოვიდა ბაჩანა ლობჟანიძე და ვინაა ის.

„არ ვიცი ეს ადამიანი საიდან მოვიდა, არ იყო ეს ადამიანი თამუნას შეყვარებული... თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული მარტო, რომელიც ვიცი და თვითონაც გამაცნო და ახლაც მაქვს იმ ადამიანთან კონტაქტი. ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე, საერთოდ, 22-ში თუ 23-ში ბაჩანამ რომ მომწერა, უბრალოდ, მისამართი გავუგზავნე, "გიფები" და სურათები ჩამიყარა, გაკვირვებული ვიყავი - შენ ვინ ხარ, შენზე რატომ არ მითხრა თამუნამ არაფერი-მეთქი“, - განაცხადა დეა კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებულს 2018 წელს დაშორდა. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ჰყვება, ლობჟანიძე თამარის გარდაცვალების შემდეგ დაუკავშირდა და ცდილობდა მისგან ინფორმაცია მიეღო.

„კონტაქტში შევედი, როცა თამუნა მოასვენეს, ბაჩანამ სურათები და "გიფები" ჩამიგდო, ვენდე, მეგონა, რომ კურსელი იყო, ჩვეულებრივ ავყევი, მიმოწერასაც გავასაჯაროვებ, ჩემი ტელეფონიც აქვს გამოძიებას, არ ვიცი, საერთოდ, ეს ადამიანი რას წარმოადგენს. როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. მგონი, მარიამ ვარდიაშვილმა თქვა, კითხვებს მისვამდა და არ ვიცი, ვინ იყოო, ჩემ გარშემო ყველა დაიმატა, ჩემი და თამოს საერთო მეგობრები ვინც იყო, ყველას მიწერა და უსვამდა უამრავ კითხვას, სულ თამუნას გარშემო“, - განაცხადა დეა კაპანაძემ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი