ნიკა გვარამია არ ასაჯაროებს წყაროს, თუმცა ასახელებს წარმომავლობას - შსს-ს გენერალური ინსპექციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 11 ივლისი 2020, 18:45

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვის დროს წყაროს გასაჯაროებას არ აპირებს. მისი თქმით, მხოლოდ წყაროს წარმომავლობას დაასახელებს.

„ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროვებას. ერთადერთი შემიძლია, ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

მე, უნდა ითქვას სამართლიანობისთვის, სხვა არხების დირექტორებისგან განსხვავებით, ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწევი, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ. თუმცა, ვიდრე ჟურნალისტობას მივყოფდი ხელს მანამდეც მიბარებდნენ. ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად ბიძინა ივანიშვილისთვის მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში თუ სახლში ეს ზუსტად არ ვიცი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ დაკითხვაზე იმ ჟურნალისტებსაც დაიბარებენ, რომლებიც შაქარაშვილის საქმეზე მუშაობდნენ, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „ტერორისტული ხელისუფლებისგან ყველაფრის მოლოდინი აქვს“.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზეა დაბარებული. ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი