სასამართლომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 11 ივლისი 2020, 15:29
თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გრემელაშვილისთვის დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებისა და ათი  ათასლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

მიხელ გრემელაშვილს ბრალდების მხარე მეუღლესა და შვილების თანდასწრებით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

მიხეილ გრემელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გრემელაშვილმა გამოძიების სწორად წარმართვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი