შსს-ში გამოკითხული ლაშა ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ თეთრპერანგიანი პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს, თავად არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 09 ივლისი 2020, 10:01

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი პირი ლაშა ლურსმანაშვილი გამოიკითხა.

ლურსმანაშვილი მედიასთან ადასტურებს, რომ თავად არის ის თეთრპერანგიანი პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს.

ამასთან, როგორც ლურსმანაშვილმა აღნიშნა, „არასწორ დროს, არასწორ ადგილას“ მოხვდა და არ იცნობს გურამ ამირხანაშვილს, რომელსაც დიდუბეში შეხვდა.

„არაფერი არ ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთს გეტყვით, უბრალოდ ჩამოვედი ღამე პირად საქმეზე და მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის. უბრალოდ ადამიანმა დარეკვა მთხოვა და დასარეკი არ მქონდა. ის მოვიდა ჩემთან და მთხოვა დარეკვა“, – განაცხადა ლურსამანაშვილმა.

მანამდე შსს-ში ამავე საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი  დაიკითხა, როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამოკითხვის დროს საკუთარი უდანაშაულობა დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
არქივი