ადვოკატი: ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა უდანაშაულობა, მისი ამ საქმეზე მიკვრა არის პოლიტიკური ფონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 09 ივლისი 2020, 00:26
შსს-ში დასრულდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის ე.წ. კაწროს გამოკითხვა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამოკითხვის დროს საკუთარი უდანაშაულობა დაადასტურა.

"ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, რათა წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა, არ გასულა საერთოდ უბნიდან.

მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ახლა სამინისტრომ  დაადგინა ის თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც "მთავარი არხი" ამბობდა, რომ ეს იყო „კაწრო“.

ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა მისი უდანაშაულობა, რომ ის იქ არ ყოფილა. ბილანიშვილის ამ საქმეში მიკვრა არის პოლიტიკური ფონი.

ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ყველა კითხავს გავეცით პასუხი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბილანიშვილი დაპირისპირებულ მხარეში მონაწილეთაგან არავის არ იცნობს.

 

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი