გია ვოლსკი აფრასიძეების საქმეზე - ჩვენ ოჯახს ვერ დავუშლით, გინდ წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ, რომ პროკურატურას მიმართოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 07 ივლისი 2020, 18:06
ვიცით, რომ აფრასიძეების საქმე მიხეილ სააკაშვილმა თავის თავზე აიღო, მე მივეცი ბრძანება და ორგანიზებაც მე გავუკეთეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხდა.

 „მე ვერ ჩავანაცვლებ პროკურატურას. მან უნდა გადაწყვიტოს დანაშაულის ნიშნები იყო თუ არა. ფაქტია, ის ვიცით, რომ სააკაშვილმა თავის თავზე აიღო, მე მივეცი ბრძანება და ორგანიზებაც მე გავუკეთეო. ფაქტია, ისიც, რომ ამ შეტევის შემდეგ, ერთ ადამიანს ფსიქიური პრობლემები შეექმნა. მკვლელობა პატარა ბავშვის წინ მოხდა, მაგრამ თვითონ ეს ოპერაცია რამდენად სამართლის ჩარჩოში ჯდებოდა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ჩემი პირადი მოსაზრება მქონდეს, მაგრამ არანაირად, არც მე და არც სხვას არ ვურჩევ რომ ამასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთოს.

ჩვენ ოჯახს ვერ დავუშლით, გინდ წინასაარჩევნოდ იყოს და გინდ არჩევნების შემდეგ, რომ პროკურატურას მიმართოს. ფაქტია, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ჩარევა არც მოხდება და არც მომხდარა. ეს წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. ვისაც უნდა დაიჭერდნენ, ვისაც უნდა გაათავისუფლებდნენ, ვისაც უნდოდათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას წაართმევდნენ. ამიტომ ეს თემა სამართლებრივი კუთხით უნდა განვიხილოთ და არა პოლიტიკური“, – განაცხადა გია ვოლსკიმა.

როგორც ცნობილია, აფრასიძეების დედამ, რომელის დაზარალებულადაა ცნობილი, პროკურატურას მიმარტა და გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან მოიტხოვა შეხვედრა, რაც 9 ივლისს გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი