ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 07 ივლისი 2020, 15:56

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველებმა საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ათ მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი, ორი გასაბერი ნავი და სპეც-ტექნიკა, ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებდნენ დრონსა და ექოლოტს, რომლითაც ხდებოდა ფსკერის სკანირება. მდინარის პირას გახსნილი იყო საველე შტაბიც.

37 წლის მამაკაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის პირას იპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი