საია: „კლანი“ აკონტროლებს საბჭოს" - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
277 07 ივლისი 2020, 13:08

 „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #8 (2019 წლის) ანგარიში წარადგინა.

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, თუმცა საია-ს აზრით, ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა - 2019 წელს გახორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა.

მოსამართლეთა დანიშვნა პირველ და მეორე ინსტანციაში - მოსამართლეები მეტწილად არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებიან თანამდებობებზე (კანდიდატებისთვის არ არის გათვალისწინებული გასაჩვრების მექანიზმები, გასაუბრებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს). „კლანის“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს. 

სასამართლოს თავმჯდომარეები - ნარჩუნდება სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. „კლანი“, აკონტროლებს რა საბჭოს, ამ მექანიზმს იყენებს თანამდებობაზე მისადმი ლოიალური პირების დასანიშნად და, მათი მეშვეობით, გავლენის შესანარჩუნებლად”, - ნათქვამია საია-ს ანგარიშში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
არქივი