ხუთ ბრალდებულს, მათ შორის ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და საქართველოს ჩემპიონს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 05 ივლისი 2020, 17:22

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან.

თავად ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულების ოჯახის წევრები კი მოქალაქის გატაცების ფაქტს უარყოფენ.

როგორც ცნობილია ერთ-ერთი დაკავებული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი იური ლომაძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი