შაქარაშვილის საქმის მოწმემ მცხეთის პოლიციას მასზე განხორციელებული ბულინგის გამო მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
418 05 ივლისი 2020, 16:19
მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა, რომელიც წვეულების მასპინძელი იყო. ის გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

როგორც ჟურნალისტებს ანა გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა არ ეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას. მისი ტქმით, ანა გაბეჩავას მიმართ ბულინგი ხორციელდება და საგამოძიებო უწყებაში სწორედ ამის გამო მივიდნენ.

ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე მცხეთაში აგარაკზე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი