პროკურორი - "ციხის ბუნტისა" და ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 04 ივლისი 2020, 21:10

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა  გიორგი მუჯირმა განუცხადა. პროკურორის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ამ საქმეებზე ძიებას აგრძელებს.

პროკურორი არ აკონკრეტებს გვარებს, ვისით შეიძლება დაინტერესდეს გამოძიება.

„დავით ჭაკუას ბრალდების ორივე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არსებობს გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც კვლავ გრძელდება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება.

რა თქმა უნდა, თუ შეიკრიბება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების ის სტანდარტი, რაც საკმარისია კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება. შესაძლებელია, ის პირთა წრე, რომელიც მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, გაფართოვდეს“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ განხორციელდა. დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ე.წ. ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
არქივი