ადვოკატი ომბუდსმენს პასუხობს - არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ უნდა იქნეს მოხსენიებული ნიკოლოზ ბასილაშვილი როგორც მოძალადე, ვინაიდან, სასამართლოს ეს არ დაუდგენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 24 მაისი 2020, 19:59
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცალმხრივი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, მიტ უმეტეს, რომ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.  ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დაზარალებულ ქალს მხარდაჭერას უცხადებს და სახელმწიფო უწყებებს მისი დაცვისკენ მოუწოდებს“.

„კი ბატონო, დაიწყონ საქმის შესწავლა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ზოგადად, ყველა მხარეს უნდა მოუსმინონ და ასეთი ცალმხრივი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და არ უნდა იქნეს მოხსენიებული ნიკოლოზ ბასილაშვილი როგორც მოძალადე, ვინაიდან, სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე. ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ, ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ადვოკატმა, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

 ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი