პროკურორი - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას თავად დაზარალებული არ აღიარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
458 24 მაისი 2020, 14:06
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, ბასილაშვილს გირაოს სახით 100 000 ლარი შეეფარდა, გირაოს გადახდის ვადა 30 დღეა.

„ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა და სწორედ ამ მტკიებულებეით მოითხოვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა. სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმალვა. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და დაადგინა, რომ რეალურად არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი, მტკიცებულებათა ერთობლიობა. გირაო აქვს შეფარდებული 100 ათასი ლარის ოდენობით,პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე“, - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორ ნათია გურულის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ედება.

„ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს. ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური ძალადობისთვის არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. 16 ივლისს საქმეზე ჩაინიშნა წინასასამარლო სხდომა და ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომამდე მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა.
 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
არქივი