ენტონი ფაუჩი: "უკუსვლა დაუშვებელია, თუ რომელიმე ქალაქი ან შტატი გაიხსნება ეფექტური რეაგირების გარეშე, შემთხვევების ზრდას ვიხილავთ, რაც შესაძლოა აფეთქებაში გადაიზარდოს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 21 მაისი 2020, 23:19
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, იმ შტატებმა, რომლებიც გახსნის პროცესს იწყებენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

 ენტონი ფაუჩიმ ინსტაგრამზე ინტერვიუ მსახიობ ჯულია რობერტს მისცა. ჯულია რობერტსმა მას ჰკითხა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამერიკელებმა ახლა უნდა იცოდნენ.

„როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ჩართული ადამიანი, როგორც მეცნიერი და ექიმი, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია ის არის, რომ სამეცნიერო და სამედიცინო მოსაზრება გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც უბრალოდ მოსაზრება არ არის და სამეცნიერო მტკიცებულებას ეფუძნება. სამეცნიერო მტკიცებულება კი მკაფიოდ ცხადყოფს, რომ სოციალურმა დისტანცირებამ იმუშავა, თუმცა სრულად არა, თუ მრუდეს დააკავირდებით, რომელიც მნიშვნელოვნად არ მცირდება. ახლა ბედის ცდუნების დრო არ არის. უკუსვლა დაუშვებელია“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

რამდენიმე დღის წინ ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შ     . მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაჩენას გამოიწვევს.

„ის, თუ როგორ შეგვიძლია შემთხვევების იდენტიფიცირება, იზოლირება, კონტაქტების გამოვლენა, განსაზღვრავს იმას, თუ რა გზით უნდა წავიდეთ ამერიკის გახსნასთან დაკავშირებით. თუ რომელიმე ქალაქი ან შტატი გახსნას შეუდგება ისე, რომ ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა არ ექნება, მაშინ შემთხვევების ზრდას ვიხილავთ, რაც შესაძლოა აფეთქებაში გადაიზარდოს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1.59 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 94 276 ადამიანი  გარდაიცვალა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი