ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრეზიდენტის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 19 მაისი 2020, 12:34
ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ადვოკატის განმარტებით,  სალომე ზურაბიშვილმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

„საჩივარი შეგვაქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. საჩივარში ასახულია ის პროცედურული საკითხები, რაც თან ახლავს ხოლმე შეწყალებას. პრეზიდენტმა არც ერთი პუნქტი არ დაიცვა და ისე შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა. უგულავასა და ოქრუაშვილის საქმის გამოძიებაზე უამრავი რესურსი დახარჯა სახელმწიფომ, როგორც იქნა გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და შემდგომ ამ ადამიანების შეწყალება მოხდა. ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება რისი შესაძლებლობაც პრეზიდენტს არ აქვს,“ - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ დანაშაული არ მოუნანიებიათ და ამასთან, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე შესაბამის კომისიას უნდა განეხილა, რაც ადვოკატის განცხადებით, ასევე არ მოხდა. 

„გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ბრალდება ჰქონდა, მას დაუდასტურეს რომ პროცედურული საკითხები არ დაიცვა და ის გაასამართლეს. მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ უნდა მოენანიებინათ და ეს არ მოხდა. ასევე, საქმე უნდა განეხილა შესაბამის კომისიას, მაგრამ ესეც არ მოხდა. აქედან გამომდინარე პირდაპირ სახეზეა, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი