პრემიერის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ეკონომიკურ საკითხებზე დახურული შეხვედრა გაიმართება, რომელზეც პოლიტიკურ ძალებს „ინდივიდუალურად“ მიიწვევს-რომან კაკულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
811 25 მაისი 2020, 11:49

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, კომიტეტში დახურული შეხვედრის გამართვას გეგმავს, რომელზეც ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მიიწვევს. როგორც კაკულიამ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ვინაიდან ეს იქნება კომიტეტში შეხვედრა და არა საკომიტეტო მოსმენა, ის თავად შეარჩევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც შეხვედრაზე დასწრებას შესთავაზებს.

„ჩვენ ძალიან მალე ველოდებით პრემიერის მოსვლას პარლამენტში. ამის შემდეგ ვგეგმავ, რომ კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა. ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს დახურული შეხვედრა. მე მივმართავ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, ვისაც საქმიანი საუბრის სურვილი აქვს. ეკონომიკის მინისტრს ვთხოვ, რომ მოვიდეს, ალბათ სოფლის მეურნეობის მინისტრსაც და ასეთი შეხვედრა ვფიქრობ, რომ დროა გაიმართოს კომიტეტში. თუმცა მე არ ვამბობ, რომ საკომიტეტო სხდომებზე საკითხებზე მსჯელობა არ იქნება, ესეც იქნება, მაგრამ მგონია, რომ თავიდან პირველი შეხვედრა უფრო საქმიანი და შინაარსიანი იქნება, თუ ჩვენ ამას დახურულ ფორმატში გავაკეთებთ. ვიტოვებ უფლებას, ინდივიდუალურად პირველი მოსმენისთვის შევარჩიო ის ადამიანები, ვისაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში აქვს კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებზე საუბრის. შეთავაზებას ყველას ინდივიდუალურად გავუკეთებ,“-განაცხადა კაკულიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი