არჩილ თალაკვაძე - მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორ თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
282 08 აგვისტო 2020, 12:14

 საქართველო მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით შეძლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დევნილობაში მყოფ მოქალაქეებზე იზუნოს.

„ქედს ვიხრი გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორ თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა. მშვიდობიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც ხალხის მხარდაჭერით ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს.

მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე არის ჩვენ მხარეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ვინც დევნილობაში არიან, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები, სახლები და თავის კუთხეს, მშობლიურ მხარეს მოწყვეტილნი არიან. დღეს არის ძალიან სევდიანი დღე საქართველოს ისტორიაში, თუმცა ამავე დროს, ჩვენ გვეამაყება, რომ გვყავს გმირები, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი