შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
313 31 ივლისი 2020, 22:18

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მშობლიურ რეგიონში მუშაობა, ხვალიდან ვტოვებ მხარის რწმუნებულის პოსტს, იმისთვის, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადება დავიწყო, -  განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა  უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, ორწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას. 

„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო იმ რეგიონში მუშაობა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან, იმ ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან, სხვადასხვა კომფესიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ბიზნესსექტორთან მქონოდა შემაჯამებელი შეხვედრა და მათთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელიც შიდა ქართლში განხორციელდა. დამეთანხმებით, ციფრები და შედეგები მართლაც შთამბეჭდავია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს. რა თქმა უნდა, რეგიონში რჩება გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად გაუმკლავდება, მაგრამ ამჯერად, ჩემს მაგივრად ამ პოზიციაზე სხვა ადამიანი იქნება. ხვალიდან ვტოვებ ამ საპატიო პოსტს, იმისთვის, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადება დავიწყო. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ჩემი ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის რწმუნებულის თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა. 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში იგი გორისა და კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატადაა დასახელებული. 

 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი