კელი დეგნანი - პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას, წინა ჯერზე გაბედული ნაბიჯი გადადგა, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 31 ივლისი 2020, 19:40

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა წინა ჯერზე საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა.

"პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ამ შეთანხმების თანახმად მხარეებმა დადეს პირობა, რომ არ იქნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ამ პირობას არ აქვს რაიმე კონკრეტულო ვადა" , - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი