თამარ ჩუგოშვილი - წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს, რთულია. თუ მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება,ფაქტობრივად გამოვა, საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქცირებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 07 ივლისი 2020, 14:28
გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით, ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

"ამ ჩანაწერს თუ ჩახედავთ, ეს პირველ რიგში, არის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით კანონად არ არის ქცეული, თუმცა თუ მისი მხარდაჭერა მოხდება ის იქცევა უკვე კანონად და მივიღებთ იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ვალდებულება ექნება კონგრესს და სენატს მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, საქართველოში სხვადასხვა კუთხით ანტიკორუფციული, სამართლიანი სასამართლოს თუ სხვადასხვა კუთხით, რა მდგომარეობაა. მე გეტყვით, ჩემი აზრით, თუ რისი გამოძახილია ეს. 

თვეების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ნუ აქცევთ ყურადღებას რას ამბობენ პოლიტიკოსები, ნუ აქცევთ ყურადღებას რას ამბობს კონგრესი და სენატი, იმიტომ, რომ მთავარია რას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტიო. თვეებია ვეუბნებით, რომ ეს შეცდომაა და ნუ ამბობთ ამას, რადგან ამერიკა არ არის ისე მოწყობილი, როგორც საქართველო. იქ კონგრესს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ხელისუფლების თუნდაც აღმასრულებელ შტოს და არ შეიძლება ამის საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ამბობდა, არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები რას ამბობენ და მთავარია სახელმწიფო დეპარტამენტი და ახლა, კონგრესიდან ისრები გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტისკენ. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომ გაგზავნოს ანგარიში, რა ხდება საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით,სამართლიანი სასამართლოს და ბიზნესგარემოს კუთხით და ა.შ.

გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით. ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე. წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს, რთულია .თუ მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, იმიტომ, რომ ფაქტობრივად გამოვა, საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქცირებას. თანხაში ეს ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ გაჩნდა კითხვები, ამერიკის პოლიტიკურმა ორგანომ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებების შემცირება თუ შეჩერება იმის გამო, რომ საქართველო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს, არ ებრძვის კორუფციას და ა.შ. მე მგონია, რომ ამაზე დიდი გავლენა ექნება სახვადასხვა პროცესებს, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პრერიოდში მოხდა. ჩვენ თუ ვნახეთ მედიაში ჩარევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენება და არადემოკრატიული პროცესები, მაშინ ეს ჩანაწერი კანონად აუცილებლად იქცევა და მას სხვა შედეგები მოჰყვება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: " ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო?". იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს!
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
არქივი