კახა კუჭავა: კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 07 ივლისი 2020, 13:43
„ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე  ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას, ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია.  ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს,  ან არაპროფესიონალიზმია და უნარი ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდი ამერიკიდან ან მეორე- მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ოპოზიციის მიერ გავცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითოს აშშ-ს კონგრესმა საქართელოს დახმარების ნაწილი გაუყინა.
 
მისივე განმარტებით, აქ საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ  კანონპროექტზე, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს. 

„ამიტომ, ეს განხორციელებული ქმედება, რომ უბრალოდ კანონპროექტი დაინიცირდა,  ჩვენთან იქნა „გაყიდული“ და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კონგრესმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, რაც მართლა ღიმილის მომგვრელია. ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ტყუილს არა მხოლოდ მოკლე ფეხები აქვს. ეს არის ერთ-ორსაათიანი აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა იმ ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა. მაგრამ ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ერთადერთია ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი და სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს იმეორებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს, თურმე, რაღაც  სანქციები დაუწესდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ტყუილი. კონგრესს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი სასაცილოც კი არის, რადგან ელემენტარული ინგლისური თუ  იცი, შეგიძლია წაიკითხო და გაერკვე, რომ ეს არის  ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებული  კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე, მათ შორის, კონგრესის პლენარულ სესიამდე“, - აღნიშნა კახა კუჭავამ. 

მისივე თქმით, ადგილი აქვს რამდენიმე კონგრესმენის მცდელობას, რომ  ეს ცვლილებები აისახოს აპროპორიაციის დოკუმენტში, თუმცა აქ საუბარია, იმ დოკუმენტზე, რომელშიც ზუსტად „ქართული ოცნების“ პერიოდში გაჩნდა ისეთი მხარდამჭერი ჩანაწერები, რომელიც ადრე არ ყოფილა. 

 „რა თქმა უნდა, ალოგიკური იქნებოდა უცებ კონგრესს რამე გადაწყვეტილებ მიეღო. კონგრესი ასე მარტივად გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამას წინ ძალიან დიდი პროცესები უდევს  - პროცედურული ნაწილი, განხილვები.  

ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრება, რომ ახლო მომავალში იქნას განხილული. ამას, სჭირდება დრო, თუმცა ის, რომ რამდენიმე  კონგრესმენი არის  აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინაააღმდეგ განწყობილი, ეს დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე. 

თუმცა ამერიკელი პარტნიორების შეფასებით, არასდროს ყოფილა  ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ახლაა და ეს ასეც გაგრძელდება. ჩვენს მტერს, ვისაც უხარია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდეს ან დაიძაბოს  ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
არქივი