ელმარ მამედიაროვი - აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 25 მაისი 2020, 23:48

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს   დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.

„მაქვს პატივი და სიამოვნება, გამოვხატო ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“,- ნათქვამია წერილში.

მიმართვაში ელმარ მამადიაროვი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაღრმავდება და გაძლიერდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლებიც ეფუძნება ურთიერთგაგებას და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის“,- აცხადებს  მინისტრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი