მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო სისტემა არჩევნებამდე არ ჩამოიშალოს, რადგან თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს-ლევან გოგიჩაიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 25 მაისი 2020, 14:25
ხმების მობილიზება შესაძლებელია და ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს დავუჭერთ ამ პროცესს, რათა არ დაჩქარდეს პროცესები და "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება არჩევნებამდე არ დაკარგოს, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, მისი ფრაქცია საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, რადგან პროცესების ქუჩაში გადატანის საფრთხეებს ხედავს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო სისტემა არჩევნებამდე არ ჩამოიშალოს, რადგან თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს და არჩევნები დაგვრჩება გვერდით, ადამიანებმა შეიძლება დაინახონ შესაძლებლობა და ქუჩიდან გადატრიალებებზე ფიქრით შეიძლება მოინდომონ ხელისუფლების აღება, რაც იქნება ძალიან მძიმე ყველასთვის, რადგან თუ ეს პროცესი გადავა ქუჩაში, ამით წაგებული იქნება მხოლოდ ჩვენი საზოგადოება. მათ აქვთ 93 ხმა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის რესურსი, რომ 20 ხმის მობილიზება მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" ხმების მიღმა. თუ "ნაცმოძრაობა" არ აპირებს ცვლილებს მხარი დაუჭიროს, ეს არის მათი პრობლემა. მე ვიცი, რომ ისინი ისედაც აპირებენ სხვა მეთოდებით იბრძოლონ ხელისუფლებისთვის. რაც გვანერვიულებს ეს არის "ქართული ოცნების" სისუსტე, რომ ის არ არის გარანტი, რომ ვიღაცებს არ მიეცემათ ამ ქვეყანაში პროვოკაციის საშუალება,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით
ლევან ნიკოლეიშვილი: ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი - მიუხედავად ბევრი ავის მოსურნისა საქართველოს განვითარება არ შეჩერდება
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
არქივი