დმიტრი სპივაკი - უკრაინა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
272 22 მაისი 2020, 21:39

„სააკაშვილის  თანადებობაზე დანიშვნა, შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მეორე ფინალური, ფატალური შეცდომა იყოს“,  - მიიჩნევს პოლიტოლოგი დმიტრი სპივაკი.

უკრაინულ ტელეარხ  news one-ის  თოქშოუში „უკრაინული პოლიტიკის ეპიცენტრი“ სპივაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის.

 „რაც მე არ მსიამოვნებს, ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის. ანუ სულ ერთია სად და როგორ, მისთვის მთავარია მართვა. ეს  მიუღებელია მორალური და ზნეობრივი თვალსაზრისით  თუ შევაფასებთ“ - აცხადებს სპივაკი.

 მისივე თქმით, სააკაშვილი თავს პრეზიდენტად გრძნობს და შესაბამისად იქცევა.

 „მას არ შეუძლია იყოს მეორე, მესამე ან მეთვრამეტე, ან ვიცე-პრემიერი, ან რამე სხვა. ეს მისთვის უაზრო ქმედებებია, იგი ლიდერია. ის ძალიან კონფლიქტური ადამიანია, მისმა დაუოკებელმა ენერგიამ შეიძლება აბსოლუტურად არაადეკვატურ ქცევებამდე მიიყვანოს, რომელიც ატომურ აფეთქებას ჰგავს, და სად, რა, როდის აფეთქდება ფაქტიურად არაპროგნოზირებადია. ეს არის ადამიანი კონფლიქტი, ადამიანი დამანგრეველი და ეს სიმართლეა“, - აცხადებს სპივაკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი