თავდაცვის სამინისტრო - სიცრუეა, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
323 21 მაისი 2020, 22:29

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ , - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

როგორც უწყებაში აცხდებენ, უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება ვიდრე წინა წლებში.

„ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ მიზანმიმართულად გრძელდება არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სწორედ საზოგადეობის ჯეროვანი ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყველა პუნქტი არის ტყუილი. სიცრუეა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ. მოგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება ვიდრე წინა წლებში. სამეთაურო რგოლის გარდა სახელფასო ანაზღაურება დამატებით გაზრდილი აქვთ GDRP-ის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსაც. 2020 წელს ქართული ჯარის ისტორიაში ახალ წელს პირველად გაიცა პრემია თავდაცვის ძალების სრულ შემადგენლობაზე“ , - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ჩოხების შესყიდვას, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ჩოხები განკუთვნილი არის საპატიო ყარაულისთვის და საპროტოკოლო ღონისძიებებისთვის, რაც წლების განმავლობაში არ შეცვლილა.

„კიდევ ერთი სიცრუე გავრცელებულ ინფორმაციაში ეხებოდა მშრალი ულუფის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც არ დასრულებულა და წინასწარ შედეგზე საუბარი, სულ მცირე არაკორექტულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მით უფრო, რომ მიმდინარე ტენდერში მონაწილე კომპანიის დაკავშირება თავდაცვის მინისტრის ნათესავებთან ამორალურია, მაშინ, როდესაც აღნიშნულ კომპანიას უწყებაში, იგივე ტენდერები წლების წინაც აქვს მოგებული, როდესაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ არ იყო. რაც შეეხება ჩოხების შესყიდვას, ჩოხები განკუთვნილი არის საპატიო ყარაულისთვის და საპროტოკოლო ღონისძიებებისთვის, რაც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. საპატიო ყარაულის ძირითადი დანიშნულება კი, საქართველოსთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგებაა. აღნიშნული სიცრუის კამპანია მიზანმიმართულია თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მიღწევების დისკრედიტაციისკენ“ , - აცხადებენ უწყებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
არქივი